25 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ბრძოლების მიუხედავად, რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროკავშირში კვლავ მიედინება- Euractiv

უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ინტენსიურ ბრძოლებს მილსადენთან ახლოს, რომლითაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს გაზით ამარაგებს, არ შეუფერხებია გაზის მიწოდება - აცხადებენ ქსელის ოპერატორებმა და გაზის კომპანიებმა. 

”ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას რაიმე სახის წნევის შემცირების შესახებ, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით და არ არსებობს რაიმე მინიშნებები დარღვევების შესახებ," - თქვა Gas Connect ავსტრიის წარმომადგენელმა არმინ ტაიჩერტმა.

უკრაინის გავლით გაზის მიმღებთა უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი ემზადებიან ნაკადების შეწყვეტისთვის ამ წლის ბოლოსთვის, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმება ამოიწურება, რადგან უკრაინამ განაცხადა, რომ არ სურს მისი განახლება.

რვა გამშვები პუნქტი აკავშირებს უკრაინას სლოვაკეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და უნგრეთთან, რომლებითაც რუსული ნაკადები ევროკავშირამდე აღწევს.

Kpler Insight-ის ანალიტიკოსების აზრით სლოვაკეთის მიერ უკრაინული ნაკადების გამოყენება 2023 წელს თითქმის 80% იყო.

უნგრეთი წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს იღებს ავსტრიიდან მილსადენით და უნგრული მილსადენის ოპერატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაზი კვლავ უპრობლემოდ მიედინება.

დღის ამბები