ცურვაში საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან ნოე ფანცხავა და ანა ნიჟარაძე, რომლებიც წელს პარიზის ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან.
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ეს მათთვის ბოლო ოფიციალური შეჯიბრია.
ჩემპიონატი ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე მიმდინარეობს.