ვის შეეხება ამნისტია? - პროექტს პარლამენტში მომავალ კვირას, რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის ბალანსზეა დაფუძნებული.
ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ მმართველ გუნდისთვის ამნისტიის კანონპროექტს წინასაარჩევნო მიზნები აქვს.
კანონპროექტის მიხედვით, სასჯელი შეუმსუბუქდება 10 ათას პატიმარს, რომელთაგან 7 ათასი პრობაციონერია. ის ეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს. მათი ნაწილი ან გათავისუფლდება, ან სასჯელი შეუმცირდება.
ამნისტია არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეების.