25 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
"მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი და განსაკუთრებული ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას" - შალვა პაპუაშვილი ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

საქართველო ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს, სადაც იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე.

"მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი და განსაკუთრებული ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ ამ თაობის ბევრმა წარმომადგენელმა დაგვტოვა ბოლო წლებია. ეს ის თაობაა, რომელიც მაგალითი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის როგორც მათი პროფესიული მიღწევებით, ისე ადამიანურად და მორალურად. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის კოლეგებს, მეგობრებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლიანა ისაკაძეს ხვალ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ. მევიოლინეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მუსიკოსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

დღის ამბები