25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
დონალდ ტრამპი: უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა, დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით, ყველაფერი ბაიდენის სულელური გადაწყვეტილებების გამო

"ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ის არ დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა.

ამასთან დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ამ ომს ვერ მოიგებს. 

“რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი მკვდარია, იმაზე მეტი, ვიდრე ხალხმა იცის.

უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა. ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით - ყველაფერი მის (ბაიდენის) და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გამო გააკრიტიკა, უკრაინის პრეზიდენს ზელენსკის კი ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა.

"მან 200 მილიარდი დოლარი და მეტი გადასცა უკრაინას. ეს არის ბევრი ფული. ყოველ ჯერზე, როცა ზელენსკი ჩამოდის ამ ქვეყანაში, ბრუნდება 60 მილიარდი დოლარით, ის არის ყველაზე დიდი ვაჭარი. მე მოვაგვარებ ომს პუტინსა და ზელენსკის შორის, როგორც არჩეული პრეზიდენტი. სანამ 20 იანვარს თანამდებობას ოფიციალურად დავიკავებ, ეს ომი მოგვარებული მექნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ბაიდენთან დებატების დროს.

დღის ამბები