25 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: “ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა“

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საომარი მიზანი - ჰამასის ტერორისტული ჯგუფის აღმოფხვრა - ამჟამად მიუწვდომელია. ისრაელის მედიის ცნობით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღაზას ომთან დაკავშირებულ დაძაბულობას პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.

“ჰამასის განადგურების, ჰამასის გაქრობის საქმე - უბრალოდ საზოგადოების თვალში ქვიშის შეყრაა“, - ციტირებს ჰაგარის განცხადებას Times of Israel.

“ჰამასი არის იდეა, ჰამასი არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული - ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის აღმოფხვრა, ცდება,“ - განაცხადა ჰაგარიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ “თუ მთავრობა ალტერნატივას ვერ იპოვის - [ჰამასი] დარჩება ღაზას სექტორში“.

დღის ამბები