25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერები უმაღლეს თანამდებობაზე წარსადგენ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ - POLITICO

ევროკავშირის ლიდერები უმაღლეს თანამდებობაზე წარსადგენ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ. ინფორმაციას გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს შოლცი და მაკრონი მხარს უჭერდნენ, ევროკავშირის ლიდერებმა დახურულ კონსულტაციებზე ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მისი მეორე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭირეს.

მოგვიანებით, შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ თანამდებობების შესახებ შეთანხმება ჯერ არ არსებობს. "პოლიტიკოს" ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა 27-28 ივნისს გაიმართება.

სავარაუდოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ანტონიო კოსტას, ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლას, პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლად კი კაია კალასს წარადგენენ.

 

დღის ამბები