დღეს 18 ივნისია - დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში განსაკუთრებული დღე. რამდენიმე საათში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის, პირველად, ევროპის ჩემპიონატის არენაზე გავა. საქართველო - თურქეთის თამაში დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დორტმუნდის არენაზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს პირველად გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე, რომელიც 80 ათასს გულშემატკივარს იტევს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს. რა მოხდება მოედანზე, ტრიბუნებსა და ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის ქუჩებში, "კურიერის" პირდაპირი ჩართვებიდან გაიგებთ.