25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "ევრო 2024"-ის მონეტას დაამზადებს, რომელიც ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად შეიქმნება.

სები 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. უწყებამ დიზაინის ესკიზებზე ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავა და თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან აიღო. მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო და წარწერა - "მე ვარ საქართველო". მონეტების დამზადება უკვე დაწყებულია, რეალიზაცია კი წლის ბოლოს იგეგმება.

 

დღის ამბები