დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარს კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
განათლების უწყების ხელმძღვანელი სხდომაზე სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს. თავის მხრივ, შეკითხვების დასასმელად ემზადებიან დეპუტატები.
მმართველი გუნდი აქცენტის გაკეთებას პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გეგმებზე აპირებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი ამილახვრის ანგარიშის მოსმენას არ დაესწრება, მეორე ნაწილი კი დაგეგმილ ცვლილებებზე განმარტებებს ითხოვს.