ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. იყალთოსა და რუისპირში განადგურებულია ნარგავები. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სეტყვა 10 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც ვენახების, დაახლოებით, 30% განადგურდა.
დაზიანდა ერთწლიანი ნარგავები და ბოსტნეული კულტურა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.