თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. სკოლის პირველ ნაკადს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. დისკუსიის თემა "რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი" იყო.
კურსის მიზანი საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებაა. პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით სრულდება.
"პროექტისა და სკოლის მთავარი მიზანია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის კიდევ უფრო მეტი დიალოგის უზრუნველყოფა, ინფორმაციების გაცვლა, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეფორმებზე საუბარი და კერძო სექტორის მხრიდან რეფორმების პროცესში ჩართულობის აუცილებლობაზე ხაზგასმა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგს ჰქონდეს მუდმივი ხასიათი", - განაცხადა მედია-პლატფორმა ”ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა.