25 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი გზავნილია, რომ საერთო ევროპულ ინტერესებზე შეთანხმება უნდა მოხდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და არა პირიქით - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპარლამენტის ძალთა გადანაწილება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

პაპუაშვილის თქმით, წევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო მეტად უფიქრდება, რაში მდგომარეობს საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები.

“გამომდინარე თავად ევროპარლამენტის ფუნქციიდან ევროკავშირში და ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია, თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროპარლამენტს აქვს ნაკლები პოლიტიკური წონა ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან, თუმცა, აქაც ვატყობთ, რომ ტენდენცია გადახრილია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ. აქ უფრო მნიშვნელოვანია თავად წევრ ქვეყნებში რა შედეგები იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში შედეგის გამო რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, ვნახეთ, რომ გერმანიაში მმართველმა კოალიციამ მე-3, მე-4, მე-5 ადგილები დაიკავა. ეს გარკვეულწილად აჩვენებს ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას. არის გარკვეული რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც მთავრობებს ჰქონდათ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ყური დაუგდოს საკუთარი მოსახლეობის განწყობებს და მათ შეფასებებს. ფაქტია, ერთ-ერთი ტენდენციაა, რომ შეიძლება, ამ კონსერვატორული მიდგომებისა, მათ შორის ტრადიციული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისა მოსახლეობის მხრიდან, არის გარკვეული გადაღლა ამ ნეოლიბერალური მიდგომების მიმართ, რომელსაც ხშირად თავს ახვევენ ხოლმე საკუთარ მოსახლეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა მათ შორის, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ ღირებულებების მიდგომებს. მათ შორის წევრ ქვეყნებში ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო მეტად უფიქრდება, რაში მდგომარეობს საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. აქედან გამომდინარე უყურებენ საერთო ინტერესებს და არა პირიქით, რომ შემდეგ საერთო ინტერესების პროვოცირება ხდება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის მთავარი გზავნილი ამ არჩევნების, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა მოხდეს შემდეგ საერთო ევროპულ ინტერესებზე შეთანხმება და არა პირიქით, საერთო ინტერესების პროვოცირება ქვეყნის ინტერესებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები