25 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
კახა კალაძე: ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ და ვერ იქნება გამოყენებული, კარგად დაიმახსოვროს ყველამ

ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება თუ მსგავსი ტიპის ელემენტები, ერთი რამ მინდა, ვუთხრა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს.

“ეს ქვეყანა არ იქნება გამოყენებული ვიღაც სხვისი ინტერესებისთვის. საქართველოში არ იქნება ის პროცესები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება. ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული. კარგად დაიმახსოვროს ყველამ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა: “კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი, “ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი“.

დღის ამბები