25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს, პასუხისმგებლობის ნაცვლად, საქართველოს ემუქრებიან მაიდნით - ირაკლი კობახიძე

მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, პასუხისმგებლობის ნაცვლად, საქართველოს ემუქრებიან მაიდნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა ათიათასობით უკრაინელი შესწირეს ომს.

“მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას და იმავე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულმა ადამიანებმა ათიათასობით უკრაინელი შესწირეს ომს და ეს ყველაფერი მოჰყვა მაიდანს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იღებდნენ, დღეს საქართველოს ემუქრებიან მაიდნით და ეს არის აღმაშფოთებელი,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, კონგრესმენებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ და "megobari act-ზე" იმსჯელეს. “შტატები არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას და საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ,“ - ასეთია მათი მთავარი გზავნილი. სხდომაზე უილიამ კორტნიმ რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა. კონგრესში ე.წ. მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ ნატალია საბანაძე და ივანე ჩხაიძე, რომლებმაც სანქციები და ვიზების შეზღუდვა მოითხოვეს. მათ ქართულ ოცნებაში მოღალატეები უწოდეს.

დღის ამბები