შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ღონისძიება საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.