25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე, 34 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.

დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 000 დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34 ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტის გამოსატანად, მსაჯულების მხრიდან ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ვერდიქტს კი "სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა.
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელიც, ტრამპის თქმით, გავლენას ახდენდა საქმეზე.

"მე ვარ პოლიტიკური პატიმარი. თუ თქვენ გაქვთ საშუალება, დამეხმაროთ ამ გადამწყვეტ მომენტში თავის დაღწევაში, გთხოვთ, გაიღოთ შემოწირულობა“,- აღნიშნულია "ფოტოსქრინში", რომელსაც "ბიბისი“ ავრცელებს.

დღის ამბები