25 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადაზე ცნობილია

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი უმნიშვნელოვანეს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე სარეკორდო 11 ლიცენზიით გამოვა – 10 ინდივიდუალურ და ასევე შერეულ გუნდურ ასპარეზობაზეც.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი (კაცები)

60კგ – გიორგი სარდალაშვილი

​66კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81კგ – ტატო გრიგალაშვილი

90კგ – ლაშა ბექაური

100კგ – ილია სულამანიძე

+100კგ – გურამ თუშიშვილი

ქალები:

57კგ – ეთერ ლიპარტელიანი

63კგ – ეთერ ასკილაშვილი

+78კგ – სოფიო სომხიშვილი

საქართველოს ოლიმპიურ გუნდში 10 ძიუდოისტიდან ორი ოლიმპიური ჩემპიონია, ოთხი მსოფლიო პირველობის გამარჯვებული, ხოლო ექვსი კონტინენტის ჩემპიონი.

დღის ამბები