თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობასა და გზის დახაზვით სამუშაოებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. სამუშაო პროცესს ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.