უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. იერიში განხორციელდა ხარკოვზე, გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაშავდა 4 ადამიანი.
ხერსონის ოლქში აფეთქების შედეგად დაშავდა 1 მოქალაქე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. აფეთქებები იყო ოდესისა და ხმელენცკის ოლქებში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 102 შეტაკება განხორციელდა. საბრძოლო მოქმედებები 4 მიმართულებით გრძელდება. რუსულმა ჯარებმა ძალისხმევა ხარკოვისა და პოკროვსკის მიმართულებებზე გააძლიერეს.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.