25 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ღია ბიუჯეტის ინდექსში, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, საქართველო პირველ ადგილს იკავებს

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ღია ბიუჯეტის ინდექსში, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, საქართველო, სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში პირველ ადგილს იკავებს. ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა.

100-ქულიანი შეფასებიდან საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის 87, ბიუჯეტის ზედამხედველობისთვის 83, მოქალაქეთა ჩართულობისთვის კი 44 ქულა დაიმსახურა. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში თანმიმდევრული და სწორად განხორციელებული რეფორმების შედეგები.

 

დღის ამბები