25 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
პარტნიორების მხრიდან სანქციებს არ ველოდებით - ლევან დავითაშვილი

პარტნიორების მხრიდან სანქციებს არ ველოდებით - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანას საგარეო მიმართულებით გაცხადებული პრიორიტეტები აქვს.

"ეკონომიკაზე პოლიტიკური არასტაბილურობა, ზოგადად არასტაბილურობა და სხვა და სხვა საფრთხე აისახება. ეკონომიკა მგრძნობიარეა და ეკონომიკის აგენტები და კონტრ აგენტები ამაზე მყისიერად რეაგირებენ. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტები, როგორიც მაგალითად, სავალუტო კურსთან დაკავშირებით იყო.

რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებს, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, აქაც უალტერნატივოა დიალოგი და კომუნიკაცია. ასეთი პოლიტიკური მღელვარება არაერთი გვქონია. ჩვენ, გაცხადებული პრიორიტეტი გვაქვს ძალიან მკაფიო, ეს უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროპასთან მეტ თანამშრომლობას და ეს ყველაფერი გაგრძელდება იმ რეჟიმში, როგორც არის განცხადებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები