25 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხრიდან სალარო დროებით დაკეტილია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნარიყალას მხრიდან შესასვლელი სალარო დროებით დაკეტილია.

"საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გაააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები.

საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმამდე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლებათ, რომელიც მდებარეობს აბანოთუბანში, ასევე იოსებ გრიშაშვილის ქუჩის გავლით, მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალარო ფუნქციონირებს ჩვეულებრივ. ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველდღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები