25 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
უკრაინა, შესაძლოა, NATO-ს წევრი ვერ გახდეს მომდევნო 30 წლის განმავლობაში - ოლაფ შოლცი

უკრაინა, შესაძლოა, NATO-ს წევრი ვერ გახდეს მომდევნო 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანიის კონსტიტუციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"თქვენ იცით გადაწყვეტილებები არ არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში. შესაძლოა, არც მომდევნო 30 წლის განმავლობაში," - აღნიშნა შოლცმა.

უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, კანცლერმა უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინთან კომუნიკაციაც გაიხსენა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა შოლცს უთხრა, რომ უკრაინა რუსეთს ეკუთვნის.

შოლცმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა კიევისადმი და აღნიშნა, რომ გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე წარმატებული არ იყოს.

დღის ამბები