25 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენდნენ, არიან ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართებიან -  კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციირებულ ქარტიაზე

თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ქარტიასთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.

კალაძის შეფასებით, ეს არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან.

"ჩვენ ამას მივესალმებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იქნენ აღმოცენებული, დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ვამბობდით, რომ ისინი არიან ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართებიან. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი - ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბულები," - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარტიებს ქართული ქარტია წარუდგინა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ, ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს. იმუშავებენ რეფორმებზე, რის მერეც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.

 
 

 

 

დღის ამბები