25 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
რაფაჰზე ისრაელის იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში, რაფაჰზე ისრაელის იერიშის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა. "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები ისროლა, რამდენიმე საათში კი, ისრაელმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიში დევნილთა ბანაკზე განხორციელდა, რის შედეგადაც, ადგილზე ცეცხლი გაჩნდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათ რაიონში "ჰამასის" შენობას დაარტყეს, დაიღუპა დაჯგუფების 2 მაღალი თანამდებობის პირი. ბრძოლები გრძელდება ჯაბალიაშიც.

"ჰამასის" მედიის ცნობით, ამ ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

დღის ამბები