25 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"პატივცემულო პრემიერო, ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს თურქეთის პრეზიდენტი ულოცავს
 
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, თურქეთში ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტისას განხილული იყო თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა. 
 
"პატივცემულო პრემიერო, ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თურქეთში თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა. მჯერა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი წინსვლა გვექნება ჩვენი ხალხებისა და რეგიონისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად", - აღნიშნულია მისალოც წერილში.
დღის ამბები