25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიქტორ ორბანი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვენს საერთო ინტერესშია, ხელი შევუწყოთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას, რისთვისაც კარგი საშუალება იქნება, წლის მეორე ნახევარში, დაგეგმილი უმაღლესი დონის ჩვენი სამთავრობო შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა. მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!" - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

 

დღის ამბები