25 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხედრო კომპონენტს. საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებით ემზადება. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები; სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ასევე ეროვნული გვარდიის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას მიიღებენ დროშის აღმართვის ცერემონიალში და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ ქვეყნის ოფიციალური პირები.

ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულები ფიცს დებენ ღვთისა და ერის წინაშე. წელსაც, ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ახალწვეულები ფიცს ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ჩვენი ქვეყნის ჯარის ღირსეული წევრები ხდებიან.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას წარადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტაც". ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს "დელტას" მიერ წარმოებული ჯავშანტექნიკისა და აღჭურვილობის მახასიათებლებს გააცნობენ.

ოფიციალური საზეიმო ღონისძიების დასასრულს, "ჩაკრულოს" რაც გვეამაყება და გვაერთიანებს - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.ფონზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენას შეასრულებს.

წამყვანები სამხედრო კოლოფებს წარადგენენ სამხედრო მარშის ფონზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი შეასრულებს.

დღის ამბები