მალიორკაში შენობის ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 27. მედიის ინფორმაციით, სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი შენობა ადგილობრივი დროით 20:30 წუთზე ჩამოინგრა.
ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ნგრევის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.