25 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით - რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით“.

"ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან. საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა იმ პერიოდში, თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები