25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
თუ უნდოდათ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, სამხედრო დახმარება კი, ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება, იმას გაუწიონ - სოზარ სუბარის ბლინკენის განცხადებაზე

მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას "შედეგები მოჰყვება." საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია დამოკიდებულება, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის დასაცავად სხვა ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველოს კი არა.

"ხალხის ძალის" დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, აშშ-დან არანაირ ზომებს არ ელოდებიან.

"როდესაც ვამბობთ, რომ ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, ეს ეხება აშშ-საც, ევროკავშირსაც და ნებისმიერ ქვეყანას. არაფერ ზომებს არ ველოდებით. თუ რამე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება სამხედრო დახმარება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ.

თუ ეს დაკავშირებული იყო კანონის უკან გაწვევასთან, მაშინ ეს შეეძლოთ, როდესაც ჩვენ გავიწვიეთ უკან კანონი, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მინახავს, პირიქით, ამის შემდეგ გრძელდებოდა ისეთი დაფინანსებები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და ხშირ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობას პირდაპირ არღვევდა," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, საქართველო ბოლო 30 წლის ისტორიის გათვალისწინებით, იმსახურებს აშშ-სთან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენებიც ჰქონდეს. შესაბამისად, მისივე თქმით, ამ საკითხებზე უნდა კეთდებოდეს ფოკუსირება და არა ხელოვნურად აწეულ თემებზე, რომელსაც, მისი შეფასებით, სამართლიანობის არანაირი ელემენტები არ გააჩნია.

 

დღის ამბები