საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვეს, წარადგინეს ყალბი აქტები, თითქოს სამუშაოები შეასრულეს, ამ გზით კი საბიუჯეტო თანხას დაეუფლნენ. საუბარია 12 000 ლარზე.
პარალელურად, მათ ოთხი კომპანიის სახელით გაწერეს მილიონ 300 000 ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, თითქოს სამუშაო შეასრულეს, რითიც შეიქმნეს 198, 853 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი.