25 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას - საქართველოში ნიდერლანდების საელჩო

Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება საქართველოში ნიდერლანდების საელჩო. უწყების "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ "პუბლიკაციაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს".

შეგახსენებთ, საუბარია სტატიაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროპული დედაქალაქები "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.

"ფაინენშელ თაიმსის" ცნობითვე, მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან.

შესაძლო ვარიანტებად დასახელებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვა.


დღის ამბები