25 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით - ჟოზეფ ბორელი

საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს ჟოზეფ ბორელი.

"ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები," - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები