25 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოსთან საკითხებში, მმართველ გუნდს მიმართავენ და მოუწოდებენ მას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი

მორიგი მოწოდებები სტრასბურგიდან - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოსთან საკითხებში მიმართავენ მმართველ გუნდს და მოუწოდებენ მას არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი.

ერთობლივი განცხადებით კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან.

"ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა," - წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ხვალ, ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დებატები შედგება.

დღის ამბები