25 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
საბერძნეთში ფერმის მეპატრონემ ქართველი მძარცველი თოფიდან გასროლით მოკლა - ბერძნული მედია

საბერძნეთის ქალაქ კილკისში 45 წლის ქართველი მოკლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, სამ პირთან, მათ შორის, ორ არასრულწლოვანთან ერთად, მეცხოველეობის ფერმაში ძარცვის მიზნით მივიდა, თუმცა ადგილზე შეიარაღებული წინააღმდეგობა დახვდათ.

ფერმის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ქართველი მძარცველი, თოფიდან გასროლის შედეგად მოკლა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.

სამართალდამცველებმა ფერმის მეპატრონე მკვლელობის მუხლით დააკავეს. ხელბორკილები დაადეს მოკლულთან ერთად სავარაუდო ძარცვის მიზნით ფერმაში მისულ სამ პირსაც, რომელთა შორის ორი - 15 და 16 წლის მოზარდები არიან.

დღის ამბები