25 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული - გიორგი მსხილაძე

მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვეტო შენიშვნების გარეშე ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაა.

სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტს, პრაქტიკულად, უცვლელად დაუბრუნა - დოკუმენტში დამატებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელშიც წერია, რომ "კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს".

როდის დაიწყება პარლამენტში კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურები - კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით,
სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს შანსი დაუტოვა, რომ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ იყოს მიღებული.

"პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და არიყოს აღნიშნული ვეტო დაძლეული. დანარჩენი, "ოცნების" შემდგომი ნაბიჯები, მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დღის ამბები