25 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბაიდენს ისრაელში იარაღის გაგზავნას აიძულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბაიდენს ისრაელში იარაღის გაგზავნას აიძულებს.

"როიტერის" ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების დახმარების მხარდაჭერის აქტი 224 ხმით 187-ის წინააღმდეგ მიიღეს, მხარდამჭერ კონგრესმენებს შორის მხოლოდ 16 "დემოკრატი" იყო, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ სამმა "რესპუბლიკელმა" მისცა.

"როიტერის" განმარტებით, მოსალოდნელია, რომ აქტი კანონი არ გახდება, მაგრამ მისი მიღება ხაზს უსვამს შტატებში არჩევნების წელს, ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ განხეთქილებას.

კანონპროექტის მიღებით, "რესპუბლიკელებმა" გამოხატეს პროტესტი ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტმა ისრაელს ზურგი შეაქცია.

 

დღის ამბები