25 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულებულია. მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე რეჯეფ ტაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდა. მათ გლობალური და რეგიონული გამოწვევები და ყველა ის საკითხი განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

დღის ამბები