ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონში ღონისძიებებია დაგეგმილი. მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმში მოეწყობა მსვლელობები.
სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, მსვლელობით ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან ბალახვანში გაემართებიან.
ზუგდიდი, მარტვილი, აბაშა, ხობი, სენაკი, ფოთი - 12:00 საათიდან სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში პარაკლისი აღევლინება. იქნება ლოცვითი მსვლელობაც.
პარაკლისი, ქუჩების კურთხევა და ლოცვითი მსვლელობაა დაგეგმილი გურიასა და აჭარაშიც. ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრევლი 11:00 საათიდან შეიკრიბება.
პატრიარქის მიერ დაწესებულ ამ დღეს, აღმოსავლეთ საქართველო წელს პირველად იზეიმებს. კახეთში, თელავის ღვთისმშობლის ტაძარში პარაკლისის შემდეგ, მრევლი თეატრის მიმართულებით დაიძვრება, სასულიერო პირები აკურთხებენ ქუჩებს და 17 მაისის აღნიშვნას ღვთაების ტაძარში დაასრულებენ.