პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე.
"ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერმა.