25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
სავალუტო ბაზარზე განვითარებული პროცესების გამო, ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება, ბოლო დღეებში, სავალუტო ბაზარზე "განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების" გამო მიიღეს, რასაც ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც ახლდა თან.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ლარის გაუფასურება მაკროეკონომიკური ფაქტორებით არ არის გამოწვეული და გაუფასურებაც მოკლევადიანი პროცესია. ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარსა და 75 თეთრს შეადგენს.

ოფიციალური განმარტებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის დაცემა მოკლევადიანი მოლოდინების შედეგია. საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქართული საბანკო სისტემა არსებულ გამოწვევებს მარტივად უმკლავდება.

დღის ამბები