25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც შარლ მიშელი წერს, მან სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალი ქართველების მიმართ.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც პრემიერ ირაკლი კობახიძეს დავურეკე. ხელახლა აღვნიშნე, რომ სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას, მათ შორის ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძებნაში დახმარებით." - აცხადებს მიშელი.

დღის ამბები