25 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, საქართველოში იმყოფება. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას.

დღის ამბები