25 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო"ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა - საუბრის შინაარსი საჯარო არ არის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენის შეხვდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ ნახევრი გაგრძელდა.

"საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

დღის ამბები