უკრაინის რადას წევრი ოლექსეი გონჩარენკო, სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს:
"ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის: რა იქნება შემდეგ?
"უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს.
ამას მმართველი პარტია "ქართული ოცნება“, რომელიც ფაქტობრივად "კრემლი“ გახლავთ, დაძლევს და უკვე ამ შემოდგომაზე ექნებათ არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა და ამიტომაც არის შესაძლებელი რევოლუცია იქ უკვე შემოდგომაზე და ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსია 2," - წერს გონჩარენკო.