შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
"მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.
ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.