25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ იმყოფება. რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია. პერიოდულად ისმის შეძახილები. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი. სიტყვით გამოსვლები პარლამენტის წინ ამ დროისთვის არ მიმდინარეობს.

ამასთან, პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან, გზა კვლავ საპოლიციო ძალას აქვს გადაკეტილი.

როგორ დემონსტრანტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არ მიიღოს.

"იყო დრო, როდესაც მსოფლიო ქართველებს რუსებად იცნობდა და მე აღარ მინდა, რომ ჩვენ მოგვიწიოს ამ დროში ცხოვრება. ჩვენ ვართ ქართველები და მსოფლიო გაგვიცნობს, როგორც ქართველებს.

კონკრეტული მოთხოვნა არის ის, რომ ეს კანონი არ მივიღოთ, რადგან ეს კანონი არც ჩვენ და არც ჩვენს მომავალს არ სჭირდება. რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ მშვიდობიანი აქციის წევრები ვართ. ვიდგებით, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს საწადელს," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები