25 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური გზიდან გადადის, გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს - ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, კანონპროექტის შესახებ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური გზიდან გადადის - გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს. ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. შტატები ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგება", - წერს ჯონ ბასი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები